Sunday, July 19, 2015

მე-9 დღე

მეცხრე დღეს მოვახდინეთ პრეზენტაცია ჩვენი ნამუშევრების, მე კმაყოფილი დავრჩი  კოლეგების ნაშრომით. თითქმის ყველა ნაშრომი საინტერესოა. ყველას გისურვებთ წარმატებებს. მადლობა ქალბატონ ნინოს, ძალიან გამეხარდა რომ კიდევ ერთხელ შევხვდით ერთმანეთს.

Saturday, July 18, 2015

ჩემი პროექტის " მომხმარებლები, მეანაბრეები, ინვესტიციები" პორთფოლიო

მე-8 დღე

მერვე დღეს შევქმენით დამხმარე რესურსი ,რომელიც გამოგვადგება განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლისათვის. ვისწავლეთ პორთფოლიოს ბლოგზე ატვირთვა.მე ვფიქრობ რომ დღეს ჩვენი მუშაობა დამაკმაყოფილებელია.

Friday, July 17, 2015

მე-7 დღე

მეშვიდე დღეს კვლავ ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე, შემდეგ სახელმძღვანელოში გავეცანით  მე5, და მე6 მოდულებს გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა. შევიმუშავეთ დიფერენცირებული სწავლებისთვის, როგორ ჩავრთავთ სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეებს პროექტის მუშაობაში.


Sunday, July 12, 2015

მე-6 დღე


მეექვსე დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმის პროცედურების შესახებ, გავიხსენეთ პროგრამა pover point სადაც შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.

Saturday, July 11, 2015

                         მე-5 დღე
მეხუთე დღეს მოვახდინეთ ჩვენს მიერ გაკეთებული შეფასების რუბრიკის მოკლე შინაარსის აღწერა, ვიმუშავეთ კვლავ სახელმძღვანელოზე და გავიგეთ ის რომ XXI საუკუნის უნარების მისაღწევად აუცილებელია ინტერნეტ სივრცის ფართოდ გამოყენება გავეცანით საავტორო ულებების დაცვის შესახებ გაკეთებილ პრეზენტაციას და საავტორო უფლებების ფაილში შევინახეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი, შემდეგ ვისწავლეთ yotub-ზე ვიდეოს მოძებნა და ჩვენი თემისთვის გამოსაყენებელი ვიდეოს ჩვენს ბლოგზე გამოქვეყნება.

სწორად ვანაწილებთ ჩვენს ფულს? | ნათია ზედგინიძის ფინანსური რჩევები

შემოსავლების და ხარჯების განაწილების გეგმა | სალომე შელიას ფინანსური რჩე...

Sunday, July 5, 2015

მე-4 დღე

ტრენინგის მე-4 დღე
ტრენერი გვესაუბრა  ზოგად თემატურ და შინაარსობრივ კითხვების შესახებ. შემდეგ ვიმუშავეთ ჯგუფებში სადაც ანალოგიური შინაარსის კითხვები დავსვით.
რადგამ მე ვასწავლი ეკონომიკას და ჩემი არჩეული თემა არის მომხმარებლები, ბანკები, ინვესტიციები დავსვი შემდეგი სახის კითხვები
როგორ მივიღო ის რაც მინდა?
როგორ უნდა დაგეგმოთ მომავალი, რომ საოცნებო საწარმო დააარსოთ?
როცა გადაწყვეტთ საწარმოს დაარსებას რას აკეთებთ?


რა უპირატესი და ნაკლოვანი მხარე აქვს კრედიტს?
რა არის პირადი ბიუჯეტი?
სად გნათავსებთ დანაზოგს?
დავგეგმეთ შეფასება

Saturday, July 4, 2015

მესამე დღე

მესამე დღეს დავიწყეთ მშობლისთვის ბუკლეტის დამზადებით, ბუკლეტზე მუშაობისთვის გაგვიხსენეთ სურათის გადმოწერა და ჩასმა.ბუკლეტი დავამზადეთ იმისთვის რომ მშობელი ადვილად მიხვდეს თუ რატომ ვმუშაობთ პროექტზე რა მიზანს ისახავს  ჩვენი პროექტი. გავეცანით ჩვენი საგნის სტანდარტებს და ჩავსვით ჩვენი პროექტის გეგმაში ჩვენთვის მისაღები სტანდარტი. დავწერეთ რეფლექსია.